Protester Zurab Menteshashvili released after serving nine-month sentence over "repeated road blockage." Photo: screengrab/TV Pirveliანტისახელისუფლებო და ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი 31 ივლისს ციხიდან გაათავისუფლეს.
61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის „გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის“ დამნაშავედ ცნო. ეს პირველი განაჩენი იყო ახალი წესების თანახმად, რომლითაც პროტესტთან დაკავშირებული განმეორებითი დანაშაული სისხლის სამართლის წესით ისჯება.
მენთეშაშვილი პირველად 2025 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს ანალოგიური ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გათავისუფლების შემდეგ, იგი ამავე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო ხელმეორედ 31 ოქტომბერს დააკავეს, რასაც საქმის სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მოყვა.
მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
„მიყვარს ჩემი სამშობლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ… ეს [ქუჩის გადაკეტვა] თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი… აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მეოთხედ დამიჭირეთ თუ გინდათ“, – განაცხადა მენთეშაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავის საბოლოო სიტყვაში.
This post is also available in:
Read Next
29/07/2026 - 12:20
ივანიშვილის „შეურაცხმყოფელი ბანერების“ გამო დაკავებულთაგან ხუთს ჯარიმა, ოთხს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
27/07/2026 - 10:53
ივანიშვილის „შეურაცხმყოფელი ბანერების“ გამო, პოლიციამ თბილისში 10 მომიტინგე დააკავა
06/07/2026 - 15:26
უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
01/07/2026 - 19:18
სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
29/06/2026 - 18:58
AlgorithmWatch: საქართველო მომიტინგეების იდენტიფიცირებისთვის რუსულ სახის ამომცნობ სისტემას იყენებდა
20/06/2026 - 15:08

3 days ago
32







English (US) ·
Georgian (GE) ·