„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

3 hours ago 1

1

კომპანიაპრომო ჰაუსი 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს  პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა.

დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცაშექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება. ასე დაიწყოპრომო ჰაუსისგზ.ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით.

პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებულიმათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება დამაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის. სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა დაურთიერთპატივისცემაში იბადება ისუპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდპროდუქტია, არამედ ადამიანებთანურთიერთობა”, აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსისთანადამფუძნებელი.

წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებებიეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაცპრომო ჰაუსმაწინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდებაპრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასაფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარაპრომო ჰაუსს, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა.

თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას დამოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომიპ არტნიორი გჭირდება.ამბობს ნატუკა ფოფხაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.

(R)

სრულად წაკითხვა