პროკურატურამ იგივე მოწმეები მოიყვანა, ვინც გუშინ სხვა საქმეზე ჰყავდა – ადვოკატი

1 day ago 3

5

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესია.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გამოსაკითხად 8 პირი მიიყვანა. გაბიტაშვილისნ უწყების მტკიცებით, ამ 8 მოწმიდან 5 დაზარალებული პოლიციელია.

ადვოკატები აცხადებენ, რომ იგივე მოწმეები საქალაქო სასამართლოში გუშინაც ნახეს, ოღონდ სინდისის 8 პატიმრის პროცესზე.

მე ორივე ქეისზე ვარ ჩართული და ზუსტად იგივე მომწეები მოდიან, რომლებიც იყვნენ გუშინ. გუშინ გამოიკვეთა ის, რომ ეს ადამიანები რეალურად ფაქტს ვერ ადასტურებენ და მათი მტკიცების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ მოარტყა ქვა თუ რაღაცა ნივთი. ასევე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განათება იყო და განათებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო აღქმა იმის, რა და როგორ განხორციელდა. დღეს რომ ჩვენებას მისცემენ, თუ იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო იმასთან, რაც გუშინ თქვეს, გამოდის რომ რეპეტიცია გაიარეს და მე ამოვიღებ ამ ოქმს და უკვე ამ საქმეში დავურთავ”, – ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. 

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა