პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორებმა , გოგა კაკოაჩაშვილი და მარიამ წულაიამ დააყენეს შუამდგომლობა.
სხდომას ესწრება სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატიც, მიუხედადავ იმისა, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მის დაცვაზე უარი გაანცხადა.
ცნობისთვის, დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სავალდებულო დაცვა მოითხოვა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.