საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან 20 მაისს მომხდარი „ხულიგნობის“ და „ნივთის დაზიანების“ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, მამაკაცი „რელიგიური შეუწყნარებლობის“ მოტივით მოქმედებდა.
22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, პროკურატურამ აღნიშნა, რომ მამაკაცი ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. „ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.
პროკურატურამ განაცხადა, რომ მამაკაცს, რომელიც იმავე დღეს დააკავეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in:

4 weeks ago
27







English (US) ·
Georgian (GE) ·