"პოპულარი რო გავხდები ფუტკრებივით დამესევიან გოგოები" - რას ამბობს ბიჭი, რომელმაც სიმღერით მთელი საქართველო აღაფრთოვანა

4 hours ago 2

გადაცემაში "დილამ მშვიდობისა საქართველო“ 10 წლის გიორგი კორკოტაშვილი იყო სტუმრად.

გიორგი გამოირჩევა კახური სუფრების და შაირების დიდი სიყვარულით.

"თავიდანვე ვიცოდი, რა ჭრის გოგოებზე და შევედი სიმღერაზე… მე ვარ გიორგი კორკოტაშვილი 10 წლის, კარდენახიდან. მიყვარს ქართული სიმღერა, სიმღერის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია... თუ არ ვმღერი კარგად არ ვარ, თუ ვმღერი კარგად ვარ...

ზოგადად ტრადიციული ბიჭი ვარ... ჩემი საყვარელი სიმღერაა ჩაკრულო... მე კახელი ბიჭი ვარ და მიყვარს კაი მწვადი, კაი ხაშლამა, მოჩალჩული აჯაფსანდალი, შაირები, სადღეგრძელოები" - ამბობს გიორგი კორკოტაშვილი.

როგორც ის ყვება სტუმრებს ყოველთვის ჩოხით ხვდება, უყვარს ქეიფი და კაი ბუნჩულა ადამიანები, კახური სუფრა და ამ სუფრაზე კარგი სიმღერა.

"ზოგადად სიმღერა კარგია, ქეიფიც კარგია, მაგრამ თუ ორივეს ერთად შეაერთებ, კარგი გამოდის…" - ამბობს გიორგი.

სრულად წაკითხვა