პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2 months ago 18

პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 29 წლის ქართველმა ყალბი ბმული გაგზავნა გადაზიდვის საფასურთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაზარალებულის ონლაინ ბანკზე მოიპოვა წვდომა და 8 000 პოლონური ლოტი (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი) მიითვისა.

საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა. ლუბარტოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა გამოიყენა. დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სრულად წაკითხვა