"პირველი ბონუსი ასე სულელურად დავხარჯე" - მერაბ დვალიშვილი სასაცილო ისტორიას იხსენებს

3 days ago 3

მერაბ დვალიშვილი იხსენებს UFC-ისგან აღებულ პირველ ოფიციალურ ბონუსს, რომელიც, თავად მერაბის თქმით, ძალიან სულელურად დაეხარჯა და ძველ სამსახურში ფულის მოსაგროვებლად დაბრუნება მოუწია:

"პირველი ოფიციალური ბრძოლა UFC-ში წაგებული მაქვს, ამიტომ ბონუსად სულ რაღაც 7000 აშშ დოლარი მომცეს. მაშინვე წავედი და მანქანა ვიყიდე, რადგან ჩემი უკვე განადგურებული და დანჯღრეული იყო. მეორედ უკვე 60 000 დოლარი გამოვიმუშავე და უდიდესი ნაწილი ჩემს ძმებთან გავგზავე, შემდეგ კი მდიდრული მანქანა ვიყიდე და მშენებლობიდანაც წამოვედი. მხოლოდ ბოლოს გამახსენდა, რომ გადასახადებიც უნდა გადამეხადა, რის გამოც მშენებლობაზე ისევ დავბრუნდი და ბოლოს აღებული ბონუსი მთლიანად გადასახადებს დავახარჯე", - იხსენებს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ ჯერზე შეეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას, ამჯერად კი მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.

სრულად წაკითხვა