ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილი მეკარე, დევიდ ჯეიმსი გიორგი მამარდაშვილს ურჩევს, რომ საკუთარი თავის ბოლომდე ირწმუნოს და ახალი სეზონი სწორედ ასე დაიწყოს:
მამარდაშვილმა უკვე ითამაშა დიდ ტურნირებზე და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ამიტომ ამ მეკარეს გარემოება არ დააბნევს. მან უბრალოდ უნდა დაიჯეროს საკუთარი ძალების და ალისონს კონკურენცია გაუწიოს.
თუ გიორგის ძირითადში არ დააყენებენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში ალისონია. მიუხედავად ამისა, კონკურენცია მამარდაშვილს მუდმივ ფორმაში დატოვებს, ეს კი სწორედ ისაა, რაც ლივერპულს უნდა.
- თქვა ჯეიმსმა.