პეპ გვარდიოლა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის შეძენას შეეცდება

2 weeks ago 14

TEAMtalk-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ მზადაა სენსაციური ნაბიჯი გადადგას და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, კობი მაინუ შეიძინოს. ბრიტანული გამოცემების მტკიცებით, პეპ გვარდიოლამ მწვანე შუქი აუნთო კლუბის მფლობელებს და ტრანსფერზე მუშაობის დაწყება მოსთხოვა.

20 წლის ფეხბურთელის კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო პერიოდში ისე არ წარიმართა, როგორც ამას თავად ელოდა — რუბენ ამორიმი მას იშვიათად აძლევს შანსს და ძირითადად სათადარიგო მოთამაშედ იყენებს. მოთამაშემ ზაფხულში მაინუმ იჯარით გაშვება მოითხოვა, თუმცა კლუბმა უარი განაცხადა.

„სიტის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ახალგაზრდა ინგლისელი მისი გუნდის სისტემაში იდეალურად ჩაჯდება. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2027 წლის იანვრამდეა ძალაში, ხოლო მისი სავარაუდო ღირებულება 50 მილიონ ევროს აღწევს.

სრულად წაკითხვა