გუშინ ლა ლიგაში მორიგი სანახაობრივი ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც მასპინძელმა ბარსელონამ 4:3 მოიგო და პრიმერას ტიტულს ძალიან მიუახლოვდა.
აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი მოგროვდა, ერთ-ერთი უმთავრესი კი ფერანისა და ჩუამენის მომენტი გახლდათ, როდესაც ფრანგ ნახევარმცველს კარში მიმავალი ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა, თუმცა პენალტი მაინც არ დაინიშნა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი პედრიმ გააკეთა, რომლის თქმითაც 11-მეტრიანი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო.
ღრმად მწამს, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, ჩუამენის კი წითელი ბარათი უნდა მიეღო. არის რაღაცები, რაზეც დღეს ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა მათ უნდა იცოდნენ ჩვენი პასუხი, - პენალტი დასანიშნი იყო.
- ამბობს პედრი.