ბევრი ადამიანი შეძრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა უმძიმესმა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. სამწუხაროდ, ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.კადრები, როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, რომ ჯიპის მძღოლი ქალია. ამ საშინელ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს.
შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ეხმაურენა და წერს:
"ორ ჯიპს შორის რომ ქალი ჩანს რამდენიმე წამში უპასუხისმგებლობის, უკულტურობის, გაუნათლებლობის, თავხედობის და სინაგლის მსხვერპლი ხდება. იმისაც, რომ ამ განუკითხაობაზე პასუხისმგებლები ისე აივლიან და ჩაივლიან ვითომც არაფერი, მითუმეტეს თუ შავი ჯიპია, შავი შუშებით... რატომ დგანან ეს მანქანები ამ ტროტუარზე? სხვა ტროტუარებზეც. ამასწინათ პეკინზე ერთი დიდი და ცნობილი რესტორნის წინ, ზედ ტროტუარზე მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა, ვთხოვე არ გააჩერო ტროტუარია თქო და ვინ გეკითხება შენ, მე სულ აქ ვაჩერებო და რესტორანში შებრძანდა. ახლა ამ ფოტოზე დროს ვეღარაფერი დააბრუნებს. არც ეს ჩემი სტატუსი შეცვლის რამეს, მაგრამ როდემდე გააჩერებთ მანქანებს ტროტუარებზე, როდემდეეე? ," - წერს გოდერძი შარაშუია.
წყარო: palitravideo.ge

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·