L’Équipe-მა ოქროს ბურთის 2025 წლის გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა – ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესოების შორის 12-ე ადგილზე
ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემა L’Équipe-მა 2025 წლის Ballon d’Or-ის გამოკითხვის დეტალური ქულები გამოაქვეყნა.
ქართული ფეხბურთის სიამაყე, ხვიჩა კვარაცხელია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-12 ადგილზე აღმოჩნდა. პსჟ-ს ვინგერმა 124 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა პედრი გონსალესს („ბარსელონა“), რომელიც მე-11 პოზიციას დაეუფლა.
კვარაცხელიას უახლოესი მდევარი გახდა ჰარი კეინი („ბაიერნი“), რომელმაც 112 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ინგლისელი თავდამსხმელია უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც 100-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ 2025 წლის ოქროს ბურთის TOP-10-ს სრული ქულებით:
1. დემბელე - 1380 ქულა
2. იამალი - 1059 ქულა
3. ვიტინია - 703 ქულა
4. სალაჰი - 657 ქულა
5. რაფინია - 620 ქულა
6. ჰაკიმი - 484 ქულა
7. მბაპე - 378 ქულა
8. პალმერი - 211 ქულა
9. დონარუმა - 172 ქულა
10. მენდეში - 171 ქულა