პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში მშვიდობაზე საუბრობს და მარადიულ ღირებულებებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს

2 weeks ago 3

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში განაცხადა, რომ არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს „სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე“.

„დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. „მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება“.

„ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო! არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ეპისტოლე, რომელიც დიდწილად პოლიტიკურ თემებს თავს არიდებს, ყურადღებას ამახვილებს აღდგომის სულიერ მნიშვნელობაზე – იესოს აღდგომაზე და მის გამარჯვებაზე ბოროტებაზე და მოუწოდებს მორწმუნეებს მარადიული სიცოცხლისკენ სწრაფვაზე მოახდინონ ფოკუსირება.

„ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში, კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ, მუდამ უნდა გვქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

„სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა, აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას“, – აცხადებს პატრიარქი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა