სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას “ღვთის მადლი და წყალობა” უწოდა და თქვა, რომ რუსეთზე ღვთის მადლი ბომბზე მომუშავე “მეცნიერების, ინჟინრებისა და მუშების შრომით” გამოვლინდა.
ამის შესახებ კირილმა 1 აგვისტოს, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, წმინდა სამების სერაფიმე-დივეევოს დედათა მონასტერში წირვის აღსრულების დროს ილაპარაკა.
კირილმა თქვა, რომ საროვისა და დივეევოს მახლობლად მრავალი წლის განმავლობაში “არ იყო ადგილი, სადაც ლოცვა შეიძლებოდა” და აქ “ერთი შეხედვით” ქრისტიანობასთან დაპირისპირებული სეკულარული დაწესებულებები არსებობდა. თუმცა, რუსეთის პატრიარქის მტკიცებით, აქ დაიწყო რუსეთის “ფარის ჭედვა”, რასაც ის ატომურ ბომბს უწოდებს.
“მრავალი წლის განმავლობაში ამ წმინდა სავანეში არ იყო ადგილი, სადაც ლოცვა შეიძლებოდა. აქ არსებობდა სეკულარული დაწესებულებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერს კარგს, კეთილს და მართალს, მათ შორის ქრისტიანულ, მართლმადიდებელ მრწამსსაც უპირისპირდებოდა. თუმცა, ისტორიამ აჩვენა, რომ სწორედ ასეთ ადგილას დაიწყო ჩვენი სამშობლოს ფარის ჭედვა.
მეცნიერებმა, რომლებიც აქ, საროვში, მუშაობდნენ, ჩვენი რუსული ატომური ბომბი შექმნეს, რომელმაც შეაჩერა ჩვენი მტრის ზრახვები, გაენადგურებინა და დაემონებინა ჩვენი სამშობლო. ამგვარად, აქ მომუშავე მეცნიერების, ინჟინრებისა და მუშების შრომით გამოვლინდა ღვთის მადლი და წყალობა ჩვენს ქვეყანაზე. სრულად ცხადია, არაა დამთხვევა, რომ სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობდა სამეცნიერო გამოკვლევები და საინჟინრო სამუშაოები, რომლებმაც იხსნა ჩვენი ერი და ქვეყანა საზარელი განადგურებისგან, რომლის შედეგადაც შესაძლოა არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ერს აღარ ეარსება”. – თქვა კირილმა.
პატრიარქ კირილის მტკიცებით, შემთხვევითობა არაა, რომ რუსეთში ატომური ბომბი სწორედ საროვში შეიქმნა, სადაც წმინდა სერაფიმე საროველი ლოცულობდა. მანვე დაამატა, რომ ამ დარგში მომუშავე ფიზიკოსებსა და ინჟინრებს”სრულად ესმით”, რომ ატომური ბომბი “მათ შორის, წმინდა და ღმერთშემოსილი მამის, სერაფიმე საროველის ლოცვების გამოც” შეიქმნა.
“ის, რომ ეს სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც წმინდა სერაფიმე ლოცულობდა, შემთხვევითობა არ არის. მე მიწევდა ლაპარაკი ჩვენს ფიზიკოსებთან, მეცნიერებთან, რომლებიც სამეცნიერო ცოდნის ამ დარგში მოღვაწეობენ და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ – ძალიან ბევრი მათგანი მართლმადიდებელია. მათთან ლაპარაკით მივხვდი, რომ მათ სრულად ესმით: ჩვენს ქვეყანაში ამ შემზარავი იარაღის შექმნა სწორედ ამ ადგილას არ ყოფილა შემთხვევითობა; ეს ყველაფერი, მათ შორის, ჩვენი წმინდა და ღმერთშემოსილი მამის, სერაფიმე საროველის ლოცვების გამოც ხდებოდა.
ამგვარად მორჩილმა ბერმა თავისი სიწმინდით, თავისი ლოცვით წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა თავის არსებობას აგრძელებს”. – თქვა კირილმა.

15 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·