“პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით” – ელენე ხოშტარია

2 weeks ago 13

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია განცხადება ავრცელებს ზაჰესის იზოლატორიდან:

დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.

გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით.

გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!

PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ინფორმაციისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას, აღკვეთი ღონისძიების სახით, 5 ათასი ლარი გირაო შეუფარდა. თვითონ პოლიტიკოსი კი უკვე გადაყვანილია რუსთავის ქალთა ციხეში.

სრულად წაკითხვა