"პარიზში ისტორიის დასაწერად ჩავდივართ" - მიკელ არტეტას ფინალში გასვლის სჯერა

2 days ago 3

დღეს, 23:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შეეცდება, სადაც გუშინ ინტერი კვალიფიცირდა.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა არსენალის მწვრთნელმა მიკელ არტეტამ, რომელსაც გუნდი პარიზში ისტორიის დასაწერად მიჰყავს:

უზარმაზარი ენთუზიაზმი და ენერგია გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს, საამისოდ კი ევროპის ულამაზეს ქალაქში მივდივართ. ჩვენ აქ ისტორიის შესაქმნელად მოვდივართ და შევეცდებით, რომ ეს უდიდესი შესაძლებლობა გამოვიყენოთ.


ჩემი აზრით, სახლში სხვა შედეგი უნდა დაფიქსირებულიყო. მიუხედავად ამისა, პარიზში კიდევ ერთი დიდი შანსი მოგვეცემა და ჩვენს ძალებს იქ დავამტკიცებთ.

- ამბობს არტეტა.

სრულად წაკითხვა