ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი შეხვედრა პარი სენ-ჟერმენს გასვლაზე 1:0 მოუგო, თუმცა თამაშის ხარისხით ფრანგებმა გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
სწორედ ამას გაუსვა ხაზი მატჩის შემდეგ არნე სლოტმა, რომლის თქმითაც მის გუნდს ძალიან გაუმართლა.
პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ არა ცოტათი, არამედ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა, თუმცა როგორც მაიკლ ჯორდანს აქვს ნათქვამი, რაც უფრო მეტს შრომობ, მით უფრო დიდი იღბალი გაქვს.
- თქვა სლოტმა.
ლივერპულსა და პსჟ-ს შორის განმეორებითი მატჩი 11 მარტს შედგება.