პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე დამნაშავედ ცნო სექსუალურ ძალადობაში

3 hours ago 1

პარიზის სასამართლომ მსახიობი ჟერარ დეპარდიე დამნაშავედ ცნო ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში. მას 18 თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

76 წლის დეპარდიე ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ცნობილ ფრანგ მსახიობს ბრალად ედება ორ ქალზე სექსუალური ძალადობა 2021 წელს, ფილმ „მწვანე დარაბების“ გადაღების დროს.

ეს არის პირველი საქმე, რომელიც სასამართლომდე მივიდა. დეპარდიეს სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალს სდებს ოცამდე ქალი.

ჟერარ დეპარდიემ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2015 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ფრანგ მსახიობს ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა მას შემდეგ, რაც დეპარდიემ უკრაინა რუსეთის ნაწილად მოიხსენია.

2022 წელს ჟერარ დეპარდიემ დაგმო უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა.

სრულად წაკითხვა