რამდენიმე დღის წინ, პარი სენ-ჟერმენის მაროკოელმა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ მედიასთან საუბრისას ღიად აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული სწორედ ის უნდა გახდეს.
L'equipe-ს თქმით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მედიიდან ჰაკიმის ამ კომენტარის ამოშლა განიზრახა, რადგან პსჟ-ის ბოსები მხარს უსმან დემბელეს უჭერენ.
სწორედ ამის შესახებ წერენ საფრანგეთში აქტიურად და ზოგიერთი გამოცემა იმასაც ვარაუდობს, რომ ჰაკიმი ასეთ რეალობას არ შეეგუება და გუნდიდან წავა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის მფლობელი სექტემბრის თვეში გვეცოდინება.