„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! – საფრანგეთის საელჩო საქართველოში

2 months ago 11

1

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს.

საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“.

„პარიზი ჯადოსნურია! კვარა ჯადოსნურია! გილოცავთ!“ – წერს საელჩო.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა