რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას სუპერ თასის პირველი ტაიმი, რომელიც ტოტენჰემსა და პსჟ-ს შორის მიმდინარეობს და ინგლისელები 1:0-ს იგებენ.
პირველ ნახევარში განსაკუთრებული უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია, თუმცა ბოლოსკენ გოლის გატანა ტოტენჰემიდან მიკი ვან დე ვენმა მაინც შეძლო. ერთი იმის თქმა შეიძლება, რომ პარიზი ფავორიტის სტატუსს ჯერჯერობით ვერ ამართლებს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებას, ქართველ ფეხბურთელს პირველი 45 წუთისთვის 6.8 ქულა უწერია, რაც ფრანგების მხარეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება გახლავთ.