მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენს ორი ლიდერი, უსმან დემბელე და დეზირე დუე გამოაკლდა, ახლა გუნდს კიდევ ერთი ძირითადის წევრი, ჟოაო ნევეში არ ეყოლება.
როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დაზიანება ატალანტასთან შეხვედრაში მიიღო და სავარაუდოდ, ნევეში მარსელთან მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მარსელთან ერთად ბარსელონასთან მატჩსაც გამოტოვებს, რაც გუნდისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისი უნდა იყოს.