ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა" შინ, "პარკ დე პრენსზე", "ატალანტას" წინააღმდეგ გახსნა და გამანადგურებელი სხვაობით 4:0 იმარჯვა.
მატჩი თავიდანვე პრესინგით დაიწყეს პარიზელებმა და უკვე მესამე წუთზევე მარკინიოსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რასაც 39-ე წუთზე კვარაცხელიას ბრწყინვალე მოქმედებები და შესრულება მოყვა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს სხვაობის სამამდე გაზრდის შესაძლებლობაც ჰქონდათ, როცა ბარკოლამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა საშინლად შეასრულა და შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩის მეორე ნახევარში ნუნო მენდეშის გამაბრუებელი მოძრაობების შედეგად, ანგარიში 3:0 გახდა, რაც 90+1 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გონსალო რამოშმა დააგვირგვინა და ტაბლოზეც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 4:0.
პსჟ 4:0 ატალანტა
3' მარკინიოსი, 39' კვარაცხელია, 51' მენდეში, 90+1' რამოში.