პაატა მანჯგალაძე: “შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად”

1 month ago 12

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას კონკრეტული მიზნისკენ კონცენტრირებისა და საპროტესტო აქტივობისკენ მოუწოდებს:

არ მოვუსმინოთ რეჟიმის ცრუ პროპაგანდას და მის პროპაგანდისტებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგონილი მტრებითა და ხელოვნურად შექმნილი საფრთხეებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და დაშინებას – მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავინახოთ მთავარი რეალობა:

ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი. ისინი მუდმივად ემუქრებიან ქართველ პატრიოტებსა და დასავლელ მეგობრებს ქვეყნის დანგრევით, ყველაფრის განადგურებით – მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

ამიტომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ – ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის.

სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ზოგიერთი პირი მოძალადე რეჟიმის მხარეს დგას – ან პირადი გამორჩენისთვის, ან შიშით.

შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა