პაატა მანჯგალაძე: “4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია”

1 week ago 9

4 ოქტომბერს განსაკუთრებული საპროტესტო აქტივობისკენ მოუწოდებს ხალხს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

ბოლო დღეებში ათასი ჯიშის მავნებელი და მოსყიდული ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფერი გამოვა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა.

4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია.

ჩვენ აღარ ვდგავართ მხოლოდ პროტესტისთვის, 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის. უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯვით არიან გართულნი.

4 ოქტომბერს გამოვდივართ, რათა დავამტკიცოთ, საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს.

ახლა მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და ვიმარჯვებთ!“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა