პაატა ბურჭულაძის შვილი: ეს იყო ღალატი

8 hours ago 1

178

შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით როდესაც ათონელისკენ დავიძარით – არ უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, შეხლა-შემოხლა,- ამის შესახებ მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთმა ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.

„შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება რომ ყოფილიყო გაწერილი. მურთაზის [ზოდელავას] სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, დარწმუნებული ვარ, ვერავინ ჩავთვლით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, ან გეგმა “ბ” არ იყო ან განვითარება არ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს. ეს იყო ღალატი.

სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ. მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რადგან პაატა [ბურჭულაძე] იძახდა სულ, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია, რომ იყო ღია კარების ვარიანტი. რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა. არ ვიცი, იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა იყო. რაც დრო გადის და ვიაზრებ რა მოხდა, კითხვის ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. თუ არის ვინმე დღეს იმ 5 ადამიანისგან, ორგანიზატორებისგან, ვინც იცის რა იყო გეგმა, ან, თუნდაც სასამართლო სხდომაზე, აუცილებელია გვითხრან, რა იყო გეგმა. თუნდაც ვიცოდეთ ვინ არის ის მოღალატე, რა გააკეთა, რომ სამომავლოდ არ დავიჭიროთ საქმე. აუცილებელია საზოგადოებას პასუხი გაეცეს, რა იყო გეგმა. არ შედგა ხომ 4 ოქტომბერი?“, – აღნიშნავს ლექსო ბურჭულაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

სრულად წაკითხვა