UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მოსამზადებელ პერიოდს გადის, რომლის ბოლოსაც დამაგვირგვინებელი ბრძოლა უნდა გაიმართოს.
დვალიშვილის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი შონ ომალი იქნება, მებრძოლი, რომელთანაც ქართველმა თავად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
სამწუხაროდ, ბრძოლამდე 2 კვირით ადრე ქართველმა ჩემპიონმა ვარჯიშზე არც ისე უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, რის მორჩენასაც გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება.
გარდა ამისა, საკითხავია ისიც, თუ რამდენად შეძლებს მერაბ დვალიშვილი მიღებული ტრავმით ვარჯიშების, ბოლოს კი ბრძოლის ჩატარებას.
იხილეთ ფოტო