ოქროს ბურთის დაჯილდოება თუ პსჟ-ის თამაში - რა არჩევანი გააკეთა ნასერ ალ-ხელაიფიმ?

1 week ago 14

მოგეხსენებათ, პარიზში ხვალ გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დაესწრება. ეს ღონისძიება ცალსახად დაემთხვევა პარიზული კლუბის თამაშს „მარსელის“ წინააღმდეგ, რომელიც თავიდან 21 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო გადავადდა და ახლა 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ამ ცვლილებების გამო, დაჯილდოებაზე პსჟ-ს შემადგენლობის მხოლოდ ტრავმირებული ფეხბურთელები დასწრებიან. "პარი სენ-ჟერმენიდან“ ოქროს ბურთისთვის წარდგენილია რვა მოთამაშე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია. ასევე, წლის საუკეთესო მწვრთნელის კატეგორიაში ლუის ენრიკე მოხვდა.

რაც შეეხება ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტს, უსმან დემბელე პარიზში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ამ დროისთვის ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

სრულად წაკითხვა