ოფიციალურად - გიორგი მოისწრაფიშვილი ტრნავის სპარტაკის ფეხბურთელია

1 month ago 3

ტრნავის სპარტაკმა, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, ქართველი ფეხბურთელი გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად სლოვაკურმა კლუბმა დაადასტურა:

23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.


გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, სადაც 19 და 21-წლამდელებში სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა და თითოეულში 3-3 გოლი გაიტანა. ის დაუღალავი ნახევარმცველია, რომელსაც გოლების გატანა და თანაგუნდელების საგოლე გადაცემით მომარაგება შეუძლია.


გიორგი ტრნავაში საქართველოს უმაღლესი ლიგის ფოთის „კოლხეთი-1913-დან“ გადმოვიდა. „დინამო თბილისში“ თამაშის გარდა, მან ბედი ასევე უცხოეთში სცადა – ბელგიურ „ბევერენსა“ და უკრაინის პრემიერლიგის კოვალივკას „კოლოსში“.


ის გახდა მესამე მოთამაშე საქართველოდან, რომელმაც ტრნავის „სპარტაკის“ მაისური მოირგო. მანამდე ირიცხებოდნენ დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

- წერს სლოვაკური კლუბი.

სრულად წაკითხვა