ორი სავარაუდო მეტოქე - ვის დაუპირისპირდება ილია თოფურია ივნისში?

22 hours ago 6

UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე, UFC 315-ზე, გულშემატკივარს დიდი დაპირისპირება ელის — ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება ვაკანტურ ქვეუმსუბუქ წონაში ტიტულისთვის. თუმცა ამ ორთაბრძოლის შედეგი შესაძლოა პირდაპირ გავლენას მოახდენდეს ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე.

აღნიშნული ინფორმაცია UFC-ის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა.

მაშინ, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დენა უაითს ილია თოფურიას კომენტარის შესახებ ჰკითხა, სადაც ქართველმა თქვა, რომ 28 ივნისს დაგეგმილ UFC 317-ზე ის ან ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება, ან ჩარლზ ოლივეირას — რაც დამოკიდებულია UFC 315-ის მთავარი ბრძოლის შედეგზე.

დენა უაითმა ეს განცხადება დაადასტურა.

შესაბამისად, თუ ბელალ მუჰამედი გაიმარჯვებს, მახაჩევი ქვეუმსუბუქში დარჩება და თოფურიას შეხვდება. თუ კი დელა მადალენა მოიპოვებს გამარჯვებას, მახაჩევი წონით კატეგორიას შეიცვლის და მადალენას შეხვდება, თოფურია კი ამ შემთხვევაში ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლებს.

სრულად წაკითხვა