"ომში პირველებს მათ აგზავნიან" - თოფურიამ რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა

4 weeks ago 9

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია PDB Podcast-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის რუსეთზეც.

"რუსეთი ოკუპანტია და როდესაც ომს იწყებენ, პირველებს წინა ფრონტზე ჩეჩნებს, დაღესტნელებს და სხვებს გზავნიან. ნამდვილ რუსს ომში ვერ ნახავ - მხოლოდ იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ამ რეგიონს წარმოადგნენ. სკამს და ადგილს სთავაზობენ და სანაცვლოდ, როცა დრო მოვა მათგან სამაგიეროს ითხოვენ", - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, თოფურია ამჟამად ორი მეტოქისთვის: ისლამ მახაჩევისთვის და ჩარლ ოლივერიესასთვის ემზადება და ორგანიზაციის ზარს ელოდება.

სრულად წაკითხვა