ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება

3 months ago 18

დღეს საღამოს, 25 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ქალაქ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რაც დაკავშირებულია „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან“.

ამავე წყაროს თანახმად, ოპერაციაში 100-მდე ოფიცერია ჩართული და ექვსი ადამიანი უკვე დაკავებულია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამთავრობო უწყებებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას უკავშირდება ოპერაცია.

თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ გვერდი იუწყება, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა „საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში, - მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.

დე ფაქტო შსს-ის ცნობით, ეჭვმიტანილთა სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

სრულად წაკითხვა