Photo: Morandi/Facebookრუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა რუმინული ჯგუფის Morandi-ს მიერ 7 აგვისტოს სოხუმში დაგეგმილი კონცერტი და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად არ ეთანხმება ჯგუფ Morandi-ს მიერ 7 აგვისტოს სოხუმში, საქართველოში, დაგეგმილ კონცერტს“, – განაცხადა სამინისტრომ X-ზე 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.
„მტკიცედ უჭერს რა მხარს არაღიარების პოლიტიკას, რუმინეთი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დასძინა მან.
Morandi რუმინული პოპ დუეტია, რომელიც 2004 წელს მარიუს მოგამ და რენდიმ ჩამოაყალიბეს. 2 აგვისტოს მათ ბათუმში გამართეს კონცერტი.
This post is also available in:
Read Next
30/07/2026 - 20:45
ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება გააუქმა
29/07/2026 - 14:20
ნაურუმ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიიერთობები გაწყვიტა
10/07/2026 - 15:01
სოხუმში საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს
08/07/2026 - 14:45
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა
18/06/2026 - 12:40
ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლომ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
01/06/2026 - 18:12

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·