“ნუ გეშინიათ” – მერიის უარი და ბურჭულაძის პასუხი

3 days ago 7

40

თბილისის მერიამ 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე აქციასთან დაკავშირებით 4 სცენის დადგმაზე უარი უთხრა.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების ორგანიზატორებს ნებართვა სცენის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე განთავსებაზე მიეცათ.

პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიის განცხადებას უპასუხა და თქვა:

მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, როგორც კანონში არის, მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ, არ ვიყავიტ ვალდებულები, რომ მოგვეთხოვა ნებართვა, შევატყობინეთ რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ 4 სცენა დაიდგას თავისუფლების მოედნიადნ, შემდეგ მეორე სცენა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, მესამე – ოპერასთან, მეოთხე – რეპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ ისეთი პასუხი დღეს, რომ ძალიან ბევრი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო. 

ვციტირებ განცხადებას:

“ჩვენი შეხვედრა, ჩვენი კრება “ერთდროულად თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და რეპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის ცენტრალური უბნების პარალიზებას და რიგი ორგანიზაციების, თუ დაწესებულებების მუშაობას შეაფერხებს.”

ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ერთი რამეა, ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომ კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ გაფრთხილებთ თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში. ძვირფასო მეგობრებო, პირველად საქართველოს ისტორიაში არის ეროვნული კრება,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

სრულად წაკითხვა