რუსეთმა კვირას განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა „ბურევესტნიკი“ 9M730, რომელსაც ნატო SSC-X-9-Skyfall-ს უწოდებს - ბირთვული ქობინის მქონე იარაღი, რომელზეც მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა გაშვება.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტა Skyfall-ს (ბურევესტნიკი) ახალი საცდელი გაშვება მოაწყო ნოვაია ზემლიაზე“, - განუცხადა ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსოენესმა Reuters-ს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.

1 month ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·