ნიუკასლის მწვრთნელმა უპასუხა რუმენიგეს, რომელმაც მათ იდიოტები უწოდა

3 days ago 3

ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ უპასუხა კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რომელმაც ინგლისურ კლუბში დასაქმებულ ხალხს იდიოტები უწოდა ნიკ ვოლტემადეში 90 მილიონი ევროს გადახდისთვის:

"მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი რაღაცეები სინამდვილეში უმნიშვნელოა. ბაზარი აიძულებს და კარნახობს ტრანსფერების ფასებს და ეს სულაც არ ხდება ერთი კლუბის გამო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ნიკი ჩვენთანაა. ვფიქრობ, რომ მან ძალიან კარგად ითამაშა, ტრანსფერის საფასური კი აბსოლუტურად უმნიშვნელოა", - თქვა ჰოუმ.

ცნობისთვის, რუმენიგეს შტუტგარტიდანაც უპასუხეს და თქვეს, რომ ბაიერნისგან მილოცვებს ყოველთვის სიამოვნებით მიიღებენ.

სრულად წაკითხვა