„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუს კოლეგას მაკსიმ რიჟენკოვს გაეროს ასამბლეაზე ნიუ-იორკში შეხვდა
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე ბოჭორიშვილის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები დევს, არ გამოქვეყნებულა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია
მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ Belta.by-მ გაავრცელა. ინფორმაცია იძებნება ბელარუსის საგარეო სამინისტროს ვებგვერდზეც
სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, მაკსიმ რიჟენკოვმა მაკა ბოჭორიშვილს მოახლოებულ მუნიციპალური არჩევნების ჩატარებაში წარმატება უსურვა
მაკსიმ რიჟენკოვს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და შვეიცარიამ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერის, 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისა და საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის.
-რადიო თავისუფლება-