ნინო ზაუტაშვილი და მისი გუნდი გადაცემა „რეალურის სივრციდან“, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე.
გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, ზაუტაშვილთან და ივანოვ-ჩიქოვანთან 11 აპრილს კონტრაქტები შეწყდა, ოთხ თანამშრომელს კი საყვედური გამოცხადეს. იმ დღეს დისციპლინური სანქცია დაუწესდა ოთხ თანამშრომელს: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორ კახაბერ მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
რამდენიმე დღეში, 17 აპრილს მსგავსი გაფრთხილება მიიღეს „რეალური სივრცის“ რედაქტორმა ტუხა კვინიკაძემ, „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა თამარ ჭინჭარაულმა, ამავე გადაცემის კორესპონდენტმა ანა აბაკელიამ და მემონტაჟე-ოპერატორმა გივი (გიგა) კიტიამ.
მასალა განახლხება