ნიკოლოზ რაჭველი: “ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან”

1 week ago 6

Nikoloz rachveliევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი განცხადებას ავრცელებს:

“ვისაც შეგიძლიათ 19 დეკემბერს, მერე 23-შიც და 26-შიც გელოდებით ჩემს კონცერტებზე ეროვნული ორკესტრის აუდიტორიაში… შეგრძნება მაქვს, რომ ბოლოჯერ შეგხვდებით სცენიდან… ნეტავ ვცდებოდე… გია ყანჩელს ვუძღვნი ფესტივალს და ძალიან მაგარი პროგრამები ავაწყვე, ასევე უმაგრესი და უნიჭიერესი სოლისტებით და მინდა, რომ გაგიზიაროთ… სიამოვნება მოგანიჭოთ!

რთული დროა, მაგრამ მუსიკას აქვს ერთი თვისება: ცოტა ხნით გაყავხარ ასტრალში და უკან დაბრუნებისას გრძნობ ახალ ძალას, რომელიც გასულდგმულებს და გაძლიერებს!!! ამიტომ, მოდი, შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და თანადგომა! ემპათია და ჯინი იმის, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ზრუნვას ჩვენი სამშობლოს საუკეთესო მომავლისათვის!!!
P.S. თითოეული შეძენილი ბილეთი სასუნთქი საშუალებაა საქართველოს ე ვ გ ე ნ ი მ ი ქ ე ლ ა ძ ი ს (მისი ტრაგიკული ბედი ხომ ყველას გახსოვთ) სახელობის ეროვნული ორკესტრისათვის!!!
მიყვარხართ და გელოდებით…

…ამ ტოტალურად უსამართლო დროში (არამარტო ჩვენ ქვეყანაში) იმდენად მინდა ჭეშმარიტ სამართლიანობას მოვესწრო, რომ მზად ვარ ასკეზა დავდო – აღარასდროს გავეკარო მუსიკას, რომლის გარეშეც საკუთარი თავი მართლა ვერ და არ წარმომიდგენია…”

სრულად წაკითხვა