ნიკოლო სკირა: "მილანი ზაფხულში ტეოს გაყიდვაზე იმუშავებს"

1 month ago 45

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მილანი სეზონის დასრულების შემდეგ ტეო ერნანდესის გაყიდვაზე იმუშავებს.

ტეო მილანში 2019 წლიდან თამაშობს, სადაც ფეხბურთელი მადრიდის რეალიდან 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

როგორც ირკვევა, ტეოს და მილანის წარმომადგენლებს ხელშეკრულების განახლებაზე მოლაპარაკება არც კი დაუწყიათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა განაპირა მცველმა ყველა ტურნირზე 40 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი მიითვალა.

სრულად წაკითხვა