ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ჟოან გარსიას შემდეგ ბარსელონა ბილბაოს ატლეტიკიდან ნიკო უილიამსის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, თუმცა საქმე ჯერ კიდევ ჭიანურდება.
როგორც ესპანურ მედიაში წერენ, უილიამსს არ სურს, რომ იგივე გზა გაიაროს, რაც თავს დანი ოლმოს გადახდა. ნიკოს სარეგისტრაციო პროცესის შესაძლო შეფერხება აფრთხობს, ამიტომ საბოლოო პასუხს ჯერ კიდევ ვერ იძლევა.
თავის მხრივ, ფაბრიციო რომანო წერს, რომ თუ ფეხბურთელი ბარსასთვის მწვანე შუქის ანთებას დააგვიანებს, მაშინ ტრანსფერი ჩავარდება და კატალონიური გრანდი სხვა ვარიანტებზე მუშაობას დაიწყებს.
სხვათა შორის, ნიკოს დასამატებლად მიუნხენის ბაიერნიც იბრძვის და სულ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ უილიამსი სწორედ რეკორდმაისტერში აღმოჩნდეს.