ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

1 month ago 5

7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია ახალის თანადამფუძნებელ ნიკა მელიას სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - კომისია, რომელსაც ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობს. მელია 2012 წლამდე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა და არც რომელიმე პარტიის წევრი არ ყოფილა.

გადაწყვეტილება მელიას სასჯელის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გარდა თავისუფლებსი აღკვეთისა, მას ორი წლის განმავლობაში შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, დაეკისრა 25 000 ლარიანი ჯარიმა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელის გამო.

მელია ამ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - ის გირაოს ვადის ამოწურვის წინა დღეს პოდკასტ "ორ ცეცხლს შუას" ჩაწერაზე მიმავალი პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა და დააკავა. მელიას შეფასებით მისი ეს დაკავება "გატაცება" იყო.

სრულად წაკითხვა