,,ნეტავ არ ა@@რაკებდეთ რა…“ – გოჩა მირცხულავა

8 hours ago 1

231

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,ნეტავ არ ატრაკებდეთ რა… იმისათვის რომ ჩვენ, თქვენ, მე, შენ, ის – ამოვიდეთ ამ წუმპიდან ადამიანებმა რაღაც შემოგვთავაზეს და თუ პასუხისმგებლობაზე დაიწყებთ საუბარს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება ციხეში მოუწევთ. მათ იბრძოლეს და არ ისეირნეს რუსთაველზე, არ ჰყვებოდნენ – აი, მაშინ, იმ აქციების დროს, როგორი ბეტმენები იყვნენ…
დღეს და ახლა, სხვა საქართველოში ყოფნის შანსი მათ კი არ გაუშვეს ხელიდან, არამედ იმათ და ახლა აქ ნუ ჩამომათვლევინებთ… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს.
ამის მიუხედავად. ყველას მადლობა გეკუთვნით, ბოლომდე თუ ვერ მიაწექით, როგორც მოქალაქეებმა ის მაინც დააფიქსირეთ, რომ ოცნების მოკავშირეები არ ხართ.
თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის სხვისი ბრძოლა, ეს “შენი” ბრძოლაა. ეს არ არის არც ევროპის და არც აშშ-ს ბრძოლა – ეს “შენი” ბრძოლაა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე არაფერია თუ არა ყაჩაღთა დიდი ბანდა (ნეტარი ავგეუსტინე) და აქ არსებობს არჩევანი – ან ხარ ამ ბანდის წევრი, ან ემორჩილები მას, ან იბრძვი!”

სრულად წაკითხვა