ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი ეროვნული ლიგის პირველ წრეს აფასებს, სადაც მისი გუნდი მე-2 პოზიციაზეა და მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ იბერიას ჩამორჩება.
დასრულებულ პირველ წრეს დადებითად შევაფასებ. განვლილ 9 ტურში 21 ქულა დავაგროვეთ, რაც, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცუდი შედეგი არ არის.
რაც შეეხება თამაშის ხარისხს, მართალია, ჯერ სასურველ დონეს ვერ მივაღწიეთ, თუმცა მჯერა, ნელ-ნელა ამასაც გამოვასწორებთ.
- თქვა ჭიაბრიშვილმა.