ნეიმარმა სანტოსთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

1 month ago 2

"სანტოსმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნეიმართან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.

შეთანხმება საშუალებას იძლევა, სურვილის შემთხვევაში მხარეებმა ის დამატებით ერთ წლით გააგრძელონ.

ცნობისთვის ნეიმარი გუნდს "ალ-ჰილალიდან" ზამთარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა და კონტრაქტი ამ ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.

სრულად წაკითხვა