თუ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კალიარის დაამარცხებს, სკუდეტოს მოიგებს და თასს თავის სტადიონზე აწევს. იგეგმება მსვლელობა ნაპოლის ქუჩებში.
ნეაპოლის ერთ-ერთი გამორჩეული პოსტმატჩ რედაქტორი და ანალიტიკოსი უმბერტო კიარიელო საინტერესო კომენტარს აკეთებს.
“კალიარი არ არის ისეთ გუნდი, რომელიც ნაპოლიმ შინ ვერ უნდა დაამარცხოს. ჩვენ მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ და კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ მთელმა ქალაქმა ზეიმი მოაწყოს.
ნეაპოლელი ხალხის სახელით ვითხოვ, რომ ამ საჩემპიონო ზეიმზე კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია არ მოიწვიოს. მას ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ. ასევე წარამტეებბს ვუსურვებ ჩემპიონთა ლიგის იმ ფინალში, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს” – ამბობს უმბერტო კიარიელო.