ნგრევა და 236 დაშავებული – ახალი ცნობები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ

2 weeks ago 75

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, ყველა დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს – მათი უმეტესობა შენობებიდან გადახტომის მცდელობისას დაშავდა, რადგან მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ეპიცენტრი კი სტამბოლიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობდა – მისი მაგნიტუდა 6.2 ბალს შეადგენდა.

სრულად წაკითხვა