ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს მიერ შერჩეულ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ვარსკვლავს "არსენალთან" განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში გოლი ან საგოლე გადაცემა არ შემოოუთავაზებია, მისი ასპარეზობა მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
კვარაცხელიამ არაერთი სახიფათო შეტევა წამოიწყო, მეტოქის დაცვას პრობლემები შეუქმნა და არაერთ ეპიზოდში აქტიურად ჩაერთო თავდაცვით თამაშშიც.
საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ მისი თანაგუნდელები — აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი და ფაბიან რუისი.