ნახევარი საათი სრული იგნორი და “დაკიდება” ყველას და ყველაფრის

2 days ago 4

წარმოიდგინეთ, რომ ჩემთან მოხვედით გადასტრესილი, გაღიზიანებული, გულნატკენი და წამალს მთხოვთ.

მე კი რეცეპტზე ამას გიწერთ – ვახშმის მერე ნახევარი საათი სრული იგნორი და დაკიდება ყველას და ყველაფრის.

მერე ეს ნახევარი საათი დილასაც, შუადღისას და ძილის წინაც.

ამ უნარის შემუშავების წარმატება პირდაპირ პროპორციულია თქვენი ჯანმრთელობის!

ეს არ არის ეგოიზმი, ან ეგოცენტრიზმი, ან არაადამიანობა. არამედ ერთ-ერთი ყველზე ეფექტური მეთოდი სტრესორებთან გამკლავების, მენტალური და კარდიო-ვას კულარული ჯანმრთელობის შენარჩუნების და მაღალი ასაკის მიღწევის.

ყველაფერს, რაც ძვირფასია ჩვენთვის, ვუკეთებთ ღობეს, ჯებირებს, კარიბჭეს, სამუშაო საათებს, კოდებს, პასვორდებს და სხვა დამცავ მექანიზმებს.
და ჩვენმა ჯანმრთელობამ რა დააშავა, ასეთი, ღია კარის ულევი დღეები რომ გამოვუცხადეთ?

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

წყარო: თქვენი ჰაუსი – მედიცინა და ფსიქოლოგია

სრულად წაკითხვა